[su_quote]მე ერთი რამე ვიცი, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ტერიტორიის სერიოზული ნაწილები რუსეთს აქვს წაღებული და ამ ფარგლებში, თუ კი რამე შეიძლებოდა, რომ საქართველოს გაეკეთებინა რუსეთის წინააღმეგ, ყველაფერი გაკეთებული აქვს საერთაშორისო პლატფორმაზე და ახლა იმას ვერ გააკეთებს, რომ ხალხს და ქვეყანას სანქციები თვითონვე დაუწესოს. მე ვერ წარმომიდგენია, ოკუპირებულ ქვეყანას როგორ უნდა ელაპარაკო ამაზე – რაღა უნდა ვაღიაროთ იმაზე მეტი, რასაც ვაღიარებთ[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა “მეტრონომს” აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისთვის გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განუცხადა.
ცნობისთვის, ბლინკენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებზე.