აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 22 აპრილს წერილით მიმართა.
სახელმწიფო მდივანი, წერილში საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდებს უკრაინის მხარდაჭერისკენ.
“შეერთებული შტატები გმობს საქართველოს განგრძობად ოკუპაციას რუსეთის მიერ და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე”. – ნათქვამია ბლინკენის წერილში.