ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

10 000-ის და 15 000-ის გამო ზის ხალხი ციხეში, შეიწყალა ის ხალხი ვინმემ ? – მდინარაძე გვარამიას შეწყალებაზე

10 000 და 15 000-ის გამო ზის ხალხი ციხეში, შეიწყალა ის ხალხი ვინმენ ? – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას უნდა შეიწყალოს თუ არა საქართველოს, პრეზიდენტმა მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას გვარამიას ადვოკატებისგან მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი არ მოუსმენია.

“იმდენად ცუდი წარმოდგენა აქვთ თქვენი ტელევიზიის უფროსებს საზოგადოებაზე შეეცადნენ შეესაღებინათ ნარატივი სამსახურის ავტომანქანის ფლობის გამო ადამიანის დაჭერა, ეს არის წარმოუდგენელი, რაც შეიძლება კადრო ამომრჩეველს და მოსახლეობას. მე ხომ დეტალურად არ ვიცნობ სისხლის სამართლის საქმეს, კონკრეტული სამართლებრივი არგუნმენტი დაცვის მხრიდან, რატომ არ ჩაუდენია გვარამიას დანაშაული ეს ჩვენ არ მოგვისმენია. თუ ეს დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება 10 000 და 15 000-ის გამო ზის ხალხი ციხეში, შეიწყალა ის ხალხი ვინმენ ? მე პირადად საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი მხარდაჭერლი კანდიდატი იყო და არა გუნდის წევრი და უგულავას შეწყალების გამო არ შეგვიქია. უგულებას შეწყალებასთან დაკავშირებით კრიტიკული ვიყავი, ჩემი აზრით 48 მილიონის მომპარავი ადამიანის შეწყალება მინიმუმ უხერხულია, მაინც ქალაბტონ პრეზიდენტს სალომეს ვცემ პატივს, მაშინ როდესაც ქვეყანაში გყავს ათობით ან ასობით პატიმრები, რომელბიც 10 000-ის გამო სხედან.

როგორც სააკაშვილის საქმეზე დააბრალეთ მხოლოდ პიჯაკების თანხის მოპარვა, და ეს იყო პატარა ნიუანსი 10 მილიონიან საქმეში ახლა კიდევ ცდილობთ უფრო თავხედრი ფეიქი შეასაღოთ საზოგადოებას ავტომობილის ფლობისთვის დაკავება ამ დროს ეს მანქანა რუსთავი- 2 -ის ბალანსზე ერთი დღეც არ ყოფილა.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

იტვირთბა....