ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს, რადგან მძიმეა რეალობა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, იმისთვის რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„რატომ დაიჭირეს ნიკა გვარამია მაინც და მაინც პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის წინ და ზუსტად მაშინ, როცა ევროკავშირიდან ნეგატიური რეაქცია წამოვიდოდა, სექტემბერში არ შეეძლოთ ამის გაკეთება? ახლა გააკეთეს იმიტომ, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსი მიიღონ, მითუმეტეს, არ უნდათ იქიდან პირობები მოისმინონ, რა პირობებით მიიღებს სტატუსს, პროდასავლური მხარდამჭერები ჰყავთ და ერთი ხელით თამაშობენ ვითომ უნდათ ევროკავშირი, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ უარი მიიღონ. ძალიან კონკრეტულად ეუბნებიან „ოცნებას“, ნუ ხარ გადამგდები, შეასრულე 19 აპრილის შეთანხმება; სასამართლოს ნუ მართავს კლანი, მოაშორე კლანი; ეუბნებიან რომ ოპონენტებთან უნდა ითანამშრომლონ და არ უნდა დახატო მტრის ხატი, ეუბნებიან, რომ არ დააკავონ მედიასაშუალების ხელმძღვანელი იმიტომ, რომ შენ ასე გინდა, ამ ყველაფერზე პასუხი რომ არ აქვთ, ახლა ჩამოვიდა, გამოაპანღურეს ასე გამოდის ბრიუსელიდან, რადგან მძიმეა რეალობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტოროული შანსი არ დაკარგოს,”- განაცხადა ვაშაძემ.