aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსებს მაღალი სიზუსტის რაკეტები ეწურებათ” – სამხედრო ექსპერტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსმა დამპყრობლებმა გააძლიერეს სარაკეტო დარტყმები, მაგრამ დაიწყეს მოძველებული რაკეტების გამოყენება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დამპყრობლებს ეწურებათ მაღალი სიზუსტის რაკეტები,ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა OBOZREVATEL-თან ინტერვიუში განაცხადა.

ექსპერტის თქმით, რუსები იძულებულნი არიან გამოიყენონ X-22 რაკეტები, რომლებსაც აქვს დიდი სიმძლავრე, მაგრამ სიზუსტის სერიოზული პრობლემები. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რაკეტები გაუმკლავდნენ რუსეთის ფედერაციის მთავარ ამოცანას – ინფრასტრუქტურის განადგურებას.

ექსპერტს მაგალითისთვის მოჰყავს 16 მაისის სარაკეტო დარტყმა, რომელიც მიმართული იყო დნესტრის შესართავთან, სარკინიგზო ხიდისკენ, თუმცა რაკეტა რეკრეაციულ კომპლექსში ჩამოვარდა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....