რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმები მიიტანეს ჟიტომირის და პოლტავის ოლქებზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, ქალაქ სევერსკის მიმართულებით ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს.
“იმისათვის, რომ ჩვენი ჯარები სახელმწიფო საზღვრამდე არ მისულიყვნენ, მათ საჰაერო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს ჩერნოგლაზოვკას, პრუდიანკას, დემენტიევკასა და ტერნოვაიას დასახლებების მიმართულებით. რუსი სამხედროები ლიმანსკის მიმართულებაზე შეტევისთვის ემზადებიან”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ამასთან, რუსებმა დღის განმავლობაში საარტილერიო დარტყმები განახორციელეს ხარკოვის ოლქის ბოლშაია კამიშევახა და დოლგენკოეს დასახლებების ტერიტორიებზე.