ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბორის ჯონსონი ერდოღანს NATO-ს გაფართოების საკითხზე ესაუბრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას NATO-ს გაფართოების საკითხზე ისაუბრეს. როგორც ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯონსონმა ერდოღანი იმისკენ “წაახალისა”, რომ თურქეთის მთავრობამ შვედ და ფინელ კოლეგებთან აქტიური მუშაობა დაიწყოს, რათა ივნისში, მადრიდის სამიტისთვის გადალახული ჰქონდეთ დღეს არსებული დაძაბულობა.

” NATO-ს გაფართოების საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი ევროპელ მეზობლებს უქმნის და განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ღირებული წევრები იქნებიან. მან პრეზიდენტ ერდოღანს მოუწოდა, შვედ, ფინელ და ნატოელ კოლეგებთან იმუშაოს იმისთვის, რომ მომავალი თვის მადრიდის სამიტამდე ნებისმიერი პრობლემა გადაილახოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განცხადება 18 მაისს გადასცეს, თუმცა, თურქეთმა ამ ქვეყნების “ნატოში” გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა.

ამავე თემაზე: რა შემთხვევაში დათანხმდება თურქეთი NATO-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას

 

იტვირთბა....