ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

 

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის ინფორმაციით, ხვალიდან რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყეტს.

“რუსულმა კომპანია “გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს შეწყვეტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ფინურ კომპანიაში აცხადებენ, აბონენტებს ბუნებრივ აირს სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენიდან მიაწვდიან.

“ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და უახლოეს თვეებში შევძლებთ ჩვენი აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას”, – აცხადებს Gasum-ის გენერალური დირექტორი, მიკ ვილიანენი.

ცნობისთვის, ფინეთმა NATO-ს წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა შვედეთთან ერთად.

ამავე თემაზე: “შვედებს არაფერს ეკითხებიან, გადაწვეტილებებს (NATO-ზე) ამერიკელები იღებენ”, – ხაზაროვა

 

იტვირთბა....