ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზახაროვა: შვედებს არაფერს ეკითხებიან, გადაწვეტილებებს (NATO-ზე) ამერიკელები იღებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, NATO-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკელებმა მიიღეს ისე, რომ შვედებისთვის არაფერი უკითხვავთ.

“რატომ არ ჩატარდა რეფერენდუმი? იმიტომ, რომ შვედ ხალხს უკვე დიდი ხანია, არავინ აღარაფერს ეკითხება. შვედების ნაცვლად, გადაწყვეტილებებს ამერიკელები იღებენ. NATO-ში გაწევრიანების შესახებ ხომ არანაირი შიდაპოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს. მემარცხენეთა პარტიის ლიდერმა, ნუში დადგოსტარმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. არც ის გამოუვიდათ, მწვანეთა პარტიისთვის ეიძულებინათ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა. ამ “ისტორიული გადაწყვეტილების” წინ, ადგილობრივ მედიაში ასევე სპეციალურად არ გამოუქვეყნებიათ შვედეთის მოსახლეობის სოციალური გამოკითხვები. აი, ეს არის დემოკრატია.”, – წერს ზახაროვა Telegram-ზე.

იტვირთბა....