aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რაში დაეხმარა უკრაინას მარიუპოლის მცველების წინააღმდეგობა – გენერლის განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ზალუჟნიმ NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, რაში დაეხმარნენ მარიუპოლის მცველები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ “აზოვსტალის” ქარხანაში იყვნენ გამაგრებული, სხვა უკრაინელ სამხედროებს.

ზალუჟნის თქმით, აზოვის პოლკის წევრების წინააღმდეგობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დრო მისცა, სხვა მიმართულებებით თავდაცვითი ხაზები გაეძლიერებინათ.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო მარიუპოლის მცველები, რომლებმაც თავიანთი გმირული ღვაწლით მტრის ფორმირებები შეაკავეს და სხვა მიმართულებით თავდაცვითი ხაზების აღჭურვის საშუალება მოგვცეს,“- აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, 82-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 16 მაისს ცნობილი გახდა, რომ 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო “აზოვსტალიდან” ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. ხოლო კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით იელენოვკაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე: “ეს ბიჭები ისტორიის წიგნებში გმირებად უნდა შევიდნენ” – მარიუპოლის მერი “აზოველებზე”

 

იტვირთბა....