ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ეს ბიჭები ისტორიის წიგნებში გმირებად უნდა შევიდნენ” – მარიუპოლის მერი “აზოველებზე”

ეს ბიჭები ისტორიის წიგნებში გმირებად უნდა შევიდნენ, – აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი არა მხოლოდ მარიუპოლისთვის, არამედ მათი ქვეყნისთვის, მომავლისთვის იბრძოდნენ. მათ გმირულად შეაჩერეს მტერი.

„უკრაინელი მებრძოლები 82 დღე იცავდნენ მარიუპოლს და  გმირულად იბრძოდნენ. აუცილებელია ითქვას, რომ ისინი არამხოლოდ მარიუპოლისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის იბრძოდნენ. გმირულად შეაჩერეს მტერი. ამ ბიჭებმა მისია შეასრულეს, ეს ყველაფერი არაადამიანურ პირობებში შეძლეს.

დღეს ჩვენი ვალია, ჩვენი მებრძოლები გადავარჩინოთ. ეს ბიჭები ისტორიის წიგნებში გმირებად უნდა შევიდნენ, ისინი ჩვენ ცოცხლები გვჭირდება. ისინი ამ დრომდე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. დიდი მადლობა ზელენსკის, რომელიც პირველივე დღიდან ჯარისკაცები გათავისუფლების მოქმედებებში იყო ჩართული. 100%-იანი გარანტია არ გვაქვს. მიზანი ერთია, ბიჭები სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ. სამწუხაროდ ქალაქის სამხედრო გზით დებლოკადა ამ ეტაპზე შეუძლებელია“, – აცხადებს მარიუპოლის მერი “მთავარის” თარგმანის მიხედვით.

შეგახსენებთ, 16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შეთანხმდნენ უკრაინელ დამცველებთან “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე ნოვოაზოვსკის მიმართულებით.

მემორანდუმის თანახმად, 16 მაისს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო “აზოვსტალიდან” ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამასთან, კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით იელენოვკაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე: რუსეთის თავდაცვა “აზოვსტალიდან” დაჭრილი სამხედროების გაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

იტვირთბა....