ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

მტერი ვაიძულეთ, უარი ეთქვა მთავარ მიზანზე – მთავარსარდალი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ომის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მტერს სტრატეგიული ინიციატივა წაართვა და დედაქალაქის აღებაზე უარი ათქმევინა.

“გააზრებული გვქონდა, რომ ომის პირველი თვე გარდამტეხი იქნებოდა. მტერს სტრატეგიული ინიციატივა წავართვით, კრიტიკული დანაკარგები მივაყენეთ და მთავარ მიზანზე – კიევის აღებაზე უარი ვათქმევინეთ. დღეს ჩვენ მხოლოდ თავს არ ვიცავთ. ჩავატარეთ წარმატებული კონტრშეტევების სერია”, – განაცხადა ზალუჟნიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვისა და მიკოლაივის განბლოკვა მოახერხეს, ხერსონის მიმართულებით კი ბრძოლები გრძელდება.

 

იტვირთბა....