რუსეთი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქში მცხოვრები სტუდენტების ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
“დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციისთვის საჭირო რესურსების არარსებობის გამო, საოკუპაციო სამხედრო სარდლობა ბრძოლაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ჩართვას გეგმავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: ოკუპანტები სამხედრო სამსახურში ქალების გამოძახებას იწყებენ – უკრაინის სახალხო დამცველი