ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ერთ-ერთი პირი საარჩევნო უბანთან ცეცხლსასროლი იარაღით იყო მისული

„რუსთავი 2-ის” მიერ  გავრცელებულ  კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი საარჩევნო უბანთან ცეცხლსასროლი იარაღით იყო მისული. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა  უბანთან მყოფ ავტომანქანას ქვა ესროლა და სცადა ჟურნალისტების ტელეკამერის დაზიანება.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში „ქართული ოცნების” კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 64 უბნიდან დათვლილია 37 უბნის მონაცემები. აქედან გოჩა ჯამარაულს ხმა მისცა 7771-მა ამომრჩეველმა (67.49%), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს ხმა მისცა 3743-მა ამომრჩეველმა (32.51%).

იტვირთბა....