ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც მსოფლიო გარემოს დაცვის საკითხში აქტიურად არის ჩართული, რომის პაპს ფრანცის შეხვდა ვატიკანში. მათ გარემოს დაცვის შესახებ თარჯიმნის დახმარებით ისაუბრეს. როგორც საერთაშორისო მედია აღწერს, დიკაპრიომ იტალიურად გადაუხადა პაპს მადლობა მიწვევისა და შეხვედრისთვის და ბეჭედზე ეამბორა. საერთაშორისო მედია ასევე ხუმრობს, რომ სავარაუდოდ დიკაპრიომ დამტვრეული იტალიურით პაპს ოსკარის მიღებაში დახმარებაც სთხოვა ჩუმად.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ფილმით revenant წარდგენილია ოსკარზე, ცერემონიალი 28 თებერვალს გაიმართება.