საზოგადოება

რა არის სიმდიდრის 10 ნიშანი

1. პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ ცხოვრებაზე. ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია იმაზე, რაც გვაქვს, ყველაფერ კარგსა და ცუდზე. ყველაფერი რაც გვაქვს, წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი საქმიანობის შედეგს. მდიდარ ადამიანსაც ესმის ეს. პირველ რიგში პასუხისმგებლობა გვაკისრია საკუთარი თავის წინაშე, ყველაფერი იმისათვის, რასაც ვაკეთებთ და არ ვაკეთებთ. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვეცოდოს საკუთარი თავი. არ ღირს საკუთარი თავსი დაზოგვა და უპასუხისმგებლოდ მოქცევა. იყავით პასუხისმგებლიანი: ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს თავს, ყველა სიტუაცია – ჩვენი დამსახურებაა, ის მდგომარეობა, გარემოცვა, რომელშიც ვცხოვრობთ – ყველაფერი ჩვენი შექმნილია.

2. გულუხვობა
იყავით გულუხვი სიკეთის კეთებაში, იყავით კეთილი ნემისმიერ საქმეში, რასაც აკეთებთ, ურთიერთობაში, კეთილი ემოციების და სიყვარულის გამოვლენაში გარესამყაროს მიმართ. მაგრამ ნუ აურევთ ერთმანეთში სიკეთესა და მსხვერპლის გაღებას. სიკეთე – ეს არის ის, რასაც თქვენ აძლევთ სამყაროს სუფთა გულით, ხოლო მისგან სანაცვლოდ იღებთ გაცილებით მეტს.

3. საყვარელი საქმის კეთება
საყვარელი საქმის კეთება, თუ ის სწორად არის შერჩეული, მოგიტანთ ნამდვილ წარმატებას, ბედნიერებას და სიამოვნებას ცხოვრებისგან, რასაც მოყვება კიდეც სიმდიდრე. აქციეთ თქვენი საყვარელი საქმე ბიზნესად. მისი ფორმულა მარტივია:

ბიზნესი = ჰობი + ფული

გამოიმუშავეთ ფული საყვარელ საქმესთან ერთად და შეგრცხვეთ ყოველთვის, როცა იტყვით, რომ არ გინდათ ჰობით ფულის შოვნა.

4. წარმატების გაზომვა გრძნობებით, ემოციებით, სულიერი მდგომარეობით
წარმატებული ადამიანი ბედნიერებას ზომავს ერთეულებში, ოღონდ უფრო მნიშვნელოვანში, ვიდრე ეს არის ევრო, დოლარი ან სხვა ვალუტა. კონკრეტულად რა ერთეულებში – ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. სინამდვილეში მდიარი არის ის, ვინც საკუთარ თავს სულიერად მდიდრად გრძნობს. ამ განწყობას თუ ჩამოიყალიბებთ, მაშინ ფული იქნება მხოლოდ თანმხლები ატრიბუტი და ის სულ საკმარისი გექნებათ.

5. ფინანსების გონივრული მართვა
ხარჯები უნდა აკონტროლოთ. ცნობილია, რომ ფული მოდის მასთან, ვისაც ის აქვს. მოთხოვნები კი იზრდება შესაძლებლობების ზრდასთან ერთად. აქედან გამომდინარეობს მარტივი წესი – გადადე შემოსავლის მეათედი ნაწილი – როგორც ხელფასი საკუთარი თავისთვის. გააკონტროლეთ თქვენი ხარჯები, შემოსავლები და დანაზოგიც.

6. სარგებელი პერსპექტივაში. დღევანდელი მუშაობა ხვალინდელი წარმატებისთვის
მდიდარი ადამიანი ყოველთვის მზად არის გასცეს უფრო მეტი, ხარისხიანი და იმუშაოს კარგი მომავლისთვის. კარგი, ხარისხიანი მუშაობა ყოველთვის ღირსეულად ანაზღაურდება, მოაქვს სასიამოვნო შედეგები და კარგი განწყობა.

7. კმაყოფილება
იყავით ცხოვრების კმაყოფილი. იპოვეთ სიხარული დიდ და პატარა საქმეში. შექმენით რამე და შეიგრძენით სიხარული და კმაყოფილება. ყველაფერი იზიდავს თავის მსგავსს.

8. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს
წარმატებული ადამიანები საკუთარ თავს სხვებს არ ადარებენ – არც მათზე მეტად რომ იგრძნონ თავი, ან პირიქით, საკუთარი ნაკლი რომ დაინახონ.
წარმატებული ადამიანი საკუთარ თავს ადარებს დღევანდელობას, გუშინდელს კი თავის თავს.

9. სიმდიდრე განისაზღვრება არა ფულით, არამედ შესაძლებლობებითა და უნარებით
ჭეშმარიტად მდიდარმა ადამიანებმა არამარტო გაწყვიტეს კავშირი ბედნიერებასა და ფულად ნიშნებს შორის, არამედ ხაზი გადაუსვეს ფულადი ანგარიშის ზომასა და ბედნიერების გაგებას შორის საერთო ნიშანსაც. ნამდვილი სიმდიდრე — ეს არის ფულის მოზიდვის ცოდნა, მათი შექმნა ცარიელ ადგილას, ბიზნესის ახალი სახეობების ორგანიზება — აი მერე ნამდვილად აღარ შეგეშინდებათ საგადასახადოსი, პროკურატურის, გაძარცვის ან გატაცების.
რეალურად წარმატებული ადამიანი არ არის დამოკიდებული თავის ფულის რაოდენობაზე.

10. გიყვარდეთ თქვენი ოჯახი. ოჯახი – ეს საუკეთსო მხარდაჭერაა
ოჯახი — შინაგანი მხარდაჭერის შესანიშნავი საშუალებაა, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ყოველთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრების სხვა სფეროებში არაფერია დარჩენილი.
მხოლოდ ახლობლების სიყვარულს შეუძლია დაგეხმაროთ წამოდგომაში მაშინ, როცა არანაირი იმედი აღარ გაქვთ დარჩენილი – სწროედ ამ დროს არის შესაძლებელი უდიდესი წარმატების მიღწევა.

წყარო: B2P.GE

იტვირთბა....