ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის თავდაცვა “აზოვსტალიდან” დაჭრილი სამხედროების გაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნანა 959 უკრაინელმა სამხედრომ დატოვა, – რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისივე ცნობით, სამხედროებს შორის 80 დაჭრილი იყო და ისინი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში მოათავსეს.

“მარიუპოლში “აზოვის” პოლკის მებრძოლები “აზოვსტალის” ქარხანას ტოვებენ. გასული დღის განმავლობაში 694 ბოევიკი “ჩაბარდა”, მათ შორის 29 დაიჭრა”, – აცხადებს რუსი გენერალი.

შეგახსენებთ, 16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შეთანხმდნენ უკრაინელ დამცველებთან “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე ნოვოაზოვსკის მიმართულებით.

მემორანდუმის თანახმად, 16 მაისს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო “აზოვსტალიდან” ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამასთან, კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით იელენოვკაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....