2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევა. საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, უკვე მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯები შეიკვეცება, სხვა დეტალები გიორგი კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია.
“საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტია საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა. ეს აუცილებლად იქნება ამ საგადასახადო რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც თავის მხრივ დადებით ეფექტს მოიტანს ლარის კურსზეც,” – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა
დეტალებზე არც ეკონომიკის მინისტრი საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება. მათი შეფასებით, ეს ცვლილებები დადებითად აისახება ლარის კურსზე.