ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომპანია ESRI-სთან ერთად სპეციალური პროექტი Conflict Observatory დაიწყო, რომელიც რუსეთის მიერ ურკაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას, ანალიზს და ფართო საზოგადოებისთვის წვდომის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
“Conflict Observatory გააანალიზებს და შეინახავს საჯარო და კომერციულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ შორის, სატელიტურ სურათებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ მომავალში ისინი საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად იქნას გამოყენებული სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო პროცესებზე”, – ნათქვამია უწყების პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ მოპოვებული დოკუმენტაცია ონლაინ-ფლატფორმაზე გამოქვეყნდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.