„სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ თავად არის თავისუფალი სამყაროს სამიზნე და მას ებრძვის დასავლეთი, ხოლო მთავარ დასაყრდენს პუტინის რეჟიმში ხედავს“ –ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას განცხადებით, „ივანიშვილი საბოლოოდ “გაიჩალიჩებს” და განადგურდება თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში.
„ამ განცხადებაშიც კი ვერ შეიკავეს თავი, რომ რაღაც მინიშნება არ ქონოდათ, რომ პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი, ანუ იგივე ხაზია, რაზეც აქამდე უფრო ღიად ლაპარაკობდნენ, რომ დასავლეთი ებრძვის ოლიგარქ ივანიშვილის და ჩემთვის უცნობია ახლა რა ხდება ამ დავისას, ოღონდ საგანგაშო არის კვავ ის, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ის არის სამიზნე დასავლეთის და ამას აპროტესტებს მუდმივად თავის განცხადებებში, ამით ყველაფერია ნათქვამი, ასეთი ადამიანი საბოლოოდ “გაიჩალიჩებს” და საბოლოოდ განადგურდება თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, მაგრამ ამასობაში ჩვენ ქვეყანას აზიანებს ყოველ დღე.“ – განაცხადა ბოკერიამ