ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის გენპროკურატურა სასამართლოს მიმართავს, აზოვის პოლკი “ტერორისტულ ორგანიზაციად” აღიაროს

რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, აზოვის პოლკი “ტერორისტულ ორგანიზაციად” აღიაროს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მისი საქმიანობა აკრძალოს.

სასამართლო საქმეს 26 მაისს განიხილავენ.

“პროკურატურა რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციის “აზოვის პოლკის” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და აკრძალვის შესახებ წინადადებას ამზადებს, ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვა უკრაინის სამხედრო ნაციონალისტური გაერთიანება აზოვის ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი მოქმედების აკრძალვის შესახებ 26 მაისს, მოსკოვის დროით 10:00 საათზეა ჩანიშნული რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში”,- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....