რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა დათანხმდეს უკრაინას მოლაპარაკების გამართვაზე.
“რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა – პუტინი ამას არ ელოდა. ჩვენ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ეს სასტიკი ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები და დათანხმდეს უკრაინას მოლაპარაკებების გამართვაზე, რათა კონფლიქტი გადაიჭრას.”, – აცხადებს კანცლერი.