რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო წლების განმავლობაში ითვალისწინებდა ფინეთისა და შვედეთის ტერიტორიებს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, შესაბამისად, ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას „არავითარი ცვლილება არ აქვს“.
“ფინეთიც, შვედეთიც და სხვა ნეიტრალური ქვეყნები უკვე მრავალი წელია ნატოს-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, ამ კონტექსტში აშკარად არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს ნატოში მათ მიღებას”, – თქვა ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო TASS- თან.
ლავროვის თქმით, რუსეთი დააკვირდება, თუ როგორ გამოიყებს ნატო ფინეთისა და შვედეთის ტერიტორიებს
“სხვათა შორის, ფინეთის პრეზიდენტი და ფინეთის ელჩები ყველგან ამბობდნენ, რომ ისინი ვერ ხედავენ საფრთხეს რუსეთისგან. ნატოში გაწევრიანება მომდინარეობს ევროპაში უსაფრთხოების ვითარების ცვლილებით. მაგრამ აქ ლოგიკა არ არის”, – დასძინა მან.