ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოგვეცით სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა – გოშევსკა საქართველოს მთავრობას

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსილიუმის მეშვეობით და ასევე შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის. – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა სოციალურ ქსელში წერს.

“მოვუწოდებ ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – აღარ გვაქვს ბევრი დრო! თითოეულ წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსილიუმის მეშვეობით და ასევე შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნდება საქართველოში გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, რათა მოიხადოს დაკისრებული სასჯელი. ძალიან გთხოვთ, არ დაუშვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი”,- წერს გოშევსკა.

 

იტვირთბა....