რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, სუმის რეგიონის ქალაქ ოხტირკა დაბომბეს. ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც რეგიონის გუბერნატორმა დიმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა, დაზიანებულია შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღი და ეკლესია.
“რუსეთის მხრიდან რეგიონის დაბომბვა დღეს დილიდან გრძელდება”, – განაცხადა მან Telegram-ზე.
რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ მათმა რაკეტებმა მტრის რეზერვები გაანადგურეს, რომლებიც საბრძოლო წვრთნებს ოხტირკას რაიონში მდებარე სასწავლო ცენტრებში ასრულებდნენ.