ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვარამიას საქმე ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას – ნიკოლოზ სამხარაძე

სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული საქმე ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ თქვა.

„ რომელიმე კონკრეტული საქმე ვერასოდეს გახდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი. ამ მხრივ ოპოზიციის სპეკულაციები უსაფუძვლოა. მათ სურთ, რომ აჟიოტაჟი გამოიწვიონ, როგორმე შექმნან ქვეყანაში იმის განცდა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ასე არაა“, – ამბობს სამხარაძე.

იტვირთბა....