ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ შეუძლია უარი თქვას რუსულ ნავთობზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ევროპელები აღიარებენ, რომ მათ არ შეუძლიათ მთლიანად უარი თქვან რუსეთის ენერგორესურსებზე და ასევე აშკარაა, რომ ევროკავშირის გარკვეული ქვეყნები, სადაც რუსული ნახშირწყალბადების წილი განსაკუთრებით მაღალია, დიდი ხნის განმავლობაში ვერ დათმობენ ჩვენს ენერგიას“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ “ევროკავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა რუსეთის ენერგორესურსებზე სრული უარის თქმის შესახებ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია”.