ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დანაკარგების გამო, რუსებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით, სოფელ სიროტინოსთან რუსული ჯარები განდევნეს. გენშტაბის ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად განცდილი დანაკარგების გამო, მტერს უკან დახევა მოუხდა.

გენერალურ შტაბში ხაზს უსვამენ, რომ რუსული არმიის შეტევა აღმოსავლეთით გრძელდება. მტრის ძირითადი ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით არის კონცენტრირებული.

“მტერი აგრძელებს დონეცკის მიმართულებით დაბომბვას ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხი არტილერიიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და იყენებს თვითმფრინავებს”, – აცხადებენ გენშტაბში.

იტვირთბა....