ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას. სამწუხაროდ, დღეს შეუძლებელი გახდა სანქციების მეექვსე პაკეტის შემუშავების დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა. ჩვენ იგივე სირთულეები გვაქვს ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე ერთიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.