ეს არის კიდევ ერთი უარყოფით გზავნილი საქართველოს მთავრობისგან. – ასე აფასებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში მეგობრებს კარგავს.
“შეუძლებელია, მოითხოვო წევრობა და მეორე მხრივ, მოიქცე როგორც ანტიევროპულო სახელმწიფო და გადადგა ანტიდემოკრატიული ნაბიჯები. ეს უფრო გამოიყურება პუტინის ქმედებად. ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა, რომ ყველა კრიტიკული ხმა გააჩუმოს მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ახლა ვხედავთ ჟურნალისტის დაპატიმრებას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ივანიშვილი ცდილობს საქართველოს ევროკავშირის წევრობას საბოტაჟი გაუკეთოს? ქართველ ხალხს სურს იყოს იმ ოჯახის წევრი, რომლის წევრები ჩვენც ვართ, მაგრამ დაძაბულობა უკრაინის მთავრობასთან, მცდელობები თუ ნაბიჯები დემოკრატიის წინააღმდეგ, არ არის თავისთავად სასურველი. საქართველო კარგავს მეგობრებს ევროკავშირში, ევროპარლამენტში.” – განაცხადა ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარმა.