მეოთხე ხელისუფლების მიმართ ხორციელდება სისტემური შეტევა. – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სტემურად, წვეთ-წვეთ ახორციელებდა პოლიტიკური კლასის მოსპობას, მედიის გაქრობას და ბიზნესის სრულ კონტროლს.
“მეოთხე ხელისუფლების მიმართ ხორციელდება სისტემური შეტევა, ეს სისტემური შეტევა, რომელიც არის ინსტიტუცური, ხელისუფლების კონტროლიდან გამომდინარე და ჩვენ ვხედავთ, როგორც საქართველო ავტორიტარული ქვეყნიდან ყალიბდება ტოტალიტარულ ქვეყნად, ჩვენ მივდივართ იმ რეალობისკენ როცა ფაქტობრივადცვაშენებთ საბჭოთა საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადაგან არ დაგვაბრუნონ იმ საბჭოთა რეალობაში. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ განვიხილავთ რატომ გადადგა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მაშინ, როდესაც ევროკაბშირთან მიმდინარეობს გაწევრიანებსთან დაკავშირებით დიალოგი. ამ ქვეყანაში რეალურად სისტემურად, წვეთ წვეთ, ნიჭიერად, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა პოლიტიკური კლასის სრულ მოსპობას, მედიის გაქრობას და ბიზნესის სრულ კონტროლს. ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.