საქართველოსთვის და მისი ევროატლანტიკური ასპირაციისთვის, ეს არის ძალიან ბნელი დღე, – ასე აფასებს აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.
იან კელის თქმით, საქართველო ერთპარტიული მმართველობისკენ მიდის და გვარამიას დაპატიმრება არის იმის მაგალითი თუ როგორ ხდება კრიტიკული მედიის ჩახშობა.
“ეს ნამდვილად არის ბნელი დღე მათთვის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
მე რომ ახლა საქართველოს მთავრობის წევრი ვიყო, ნამდვილად ვინერვიულებდი ამერიკის კონგრესის რეაქციით, რადგან სწორედ კონგრესია ის, ვინც საგარეო დახმარებას უწევს კოორდინაციას და ამტკიცებს ბიუჯეტს. მე ვარ დარწმუნებული, რომ იქნებიან კონგრესის წევრები, რომლებიც მიმართავენ სახელმწიფო დეპარტამენტს და მოუწოდებენ რეაქციისკენ ამ ფაქტისადმი. შესაძლოა, იყოს მოწოდება საქართველოსთვის გამოყოფილ საგარეო დახმარებაზე პირობითობის დაწესებისკენ, რისი მხარდამჭერიც მე ვერ ვიქნებოდი, თუკი ეს ზომა არ იქნებოდა გამოყენებული იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილებასთან.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, ის გადავიდა ერთპარტიულ მართველობაზე, გვარამიას მაგალითი არის ფაქტი თუ როგორ ხდება კრუტიკული მედიის ჩახშობა, ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩნოთ პრულარისტული მთავრობის ჩამოყალიბებას – აცხდაებს იან კელი.