წალენჯიხის რაიონის სოფელ სიაში ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
„გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჯერჯერობით, ზუსტ დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხვს იმიტომ ვერ ვაკონკრეტებთ, რომ მათი რაოდენობა სულ იცვლება“ – განაცხადეს შსს-ში.

