ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ფინეთის მხრიდან ნეიტრალიტეტზე უარის თქმა შეცდომა იქნება” – პუტინი

ფინეთის მხრიდან ნეიტრალიტეტზე უარის თქმა შეცდომა იქნება, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინესტესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, ამ მომენტში ფინეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„ცვლილება დააზიანებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა კეთილმეზობლობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სულისკვეთებით და იყო ურთიერთსასარგებლო“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....