[su_quote]ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდამჭერებში ცრუ იმედების შექმნა დიდი იმედგაცრუებით დასრულდება. ოპოზიციის ქრონიკული პრობლემაა მოკლევადიანი შედეგის მიღების მიზნით, გრძელვადიანი თვითდაზიანების მიყენება.აქ საოცარი სხვა რამეა. თვითონ ხელისუფალმა რომ დაიჯერა ეს შეთქმულების თეორია და ბანალური საბანკო ტრანზაქციების ომის და მშვიდობის თემასთან დაკავშირების პარანოიდალური კამპანია წამოიწყო. მოკლედ, ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ…[/su_quote]
ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე წერს.