ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული მარცხვი უკვე ყველასთვის აშკარაა, თუმცა, ქვეყანას არ აქვს იმის გამბედაობა, რომ ეს აღიაროს.

როგორც ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამის გადასაფარად, ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო, საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს უკრაინას ხელს არ შეუძლის საკუთარი მიზნის მიღწევაში.

“რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა, მათ შორის მათთვის, ვინც  მათთან ურთიერთობას ისევ აგრძელებს. რუსეთს უბრალოდ არ აქვს იმის გამბედაობა, რომ ეს აღიაროს –  ისინი მშიშრები არიან და სიმართლის დამალვას სარაკეტო, საჰაერო და საარტილერო დარტყმებით ცდილობენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ამ ომში მიზანს არ მივაღწევთ”, – ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში თითქმის მესამე თვეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....