ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: პუტინი სტალინზე და ჰიტლერზე უფრო საშიშია

“რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი. მას ხელში უფრო მომაკვდინებელი იარაღი უჭირავს, ვიდრე მე-20 საუკუნის დიქტატორებს – ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ დასავლეთი პუტინს არ შეაჩერებს, ის უკრაინაში ომით არ შემოიფარგლება.

“პუტინის იდეოლოგია “რუსული სამყაროს” შესახებ, მე-20 საუკუნის კომუნიზმის და ნაციზმის ექვივალენტურია. აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას იდეოლოგია, რომლის საშუალებითაც რუსეთი თავისი ქვეყნის ფიქტიურ უფლებებსა და პრივილეგიებს ამართლებს. რუსეთმა საინფორმაცია სივრცე “ფეიკ” ამბების დააინფიცირა. ამიტომ, საჭიროა “დეპუტინიზაცია”. პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. თუ დასავლეთი მას არ შეაჩერებს, პუტინი რუს ჯარისკაცებს უფრო შორს გაგზავნის, ევროპაში. ჩვენი გადასაწყვეტია, სად გავაჩერევთ მას”, – ციტირებს The Daily Telegraph მორავეცკის სიტყვებს.

 

იტვირთბა....