[su_quote]მინდა, ყველას მივმართო – არასდროს, არაფერი ჩემთან დაკავშირებული არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, კატეგორიულად მოვითხოვ. ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაზე გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა, რამეთუ, არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს. ადამიანისგან, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, ქართველ პატრიოტს არაფერი სჭირდება. მოგიწოდებთ, რომ სიტყვა არ დაიძრას ადამიანის მიმართ, რომელიც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებლის, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს უყურებს და ამბობს, რომ “არა და არასდროს”. ეს არის ჩემი პოზიცია მისცე ციტირებით – “არა და არასდრის”[/su_quote]
ამის შესახებ “მთავარ არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2“-ის საქმის სასამართლო პროცესზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ “რუსთავი 2”-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მას ასევე ბრალი აქვს წარდგენილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.