ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: ჩემთვის მიუღებელია ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების თემა მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ აშშ-ს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე შვეიცარიული ბანკის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებას და ამ საკითხზე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, არის მცდელობა, ტრანზაქციების თემა “მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ ამერიკის შეერთებულ შტატებს”.

“დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილს ამ ბანკთან ჰქონდა დავა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და დადასტურდა, რომ ამ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება. რაც შეეხება ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად სანქციების საკითხს მიაბან და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, რადგან ამერიკა არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ელჩს, ევროკავშირის ელჩებს”, – აცხადებს თალაკვაძე.

ამავე თემაზე: “თუ ეს არის შანტაჟი, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილის ხასიათი” – კობახიძე შვეიცარიულ ბანკზე

იტვირთბა....