საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპა უკრაინას უწევს დახმარებას, მოვა მომენტი, როდესაც ოფიციალური მოსკოვი და კიევი მშვიდოებიან შეთანხმებას მიაღწევენ და მაშინ, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიყული, როგორც ეს 1918 წელს, გერმანიის შემთხვევაში მოხდა.
“ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები ძალიან რთული იქნება. ევროპამ წარსულის შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როდესაც რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ”, – განუცხადა ევროპარლამენტში მყოფმა მაკრონმა ჟურნალისტებს.