თბილისის მერი, კახა კალაძე “ევროპის სახალხო პარტიის” ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკის მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიწვევას გამოეხმაურა როტერდამში, პარტიის ყრილობაზე.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა”, – აღნიშნა კალაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა “არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს”.