ფასანაურში უბედურ შემთხვევას 23 წლის ტურისტი ემსხვერპლა. როგორც “მთავარ არხს” თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალი სურათის გადასაღებად ფეხზე წამოდგა, რის შემდეგაც, გასაბერ ნავში მყოფი ოთხივე პირი წყალში ჩავარდა. მათ შორის არის 7 წლის ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მდინარე არაგვში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. “მთავარი არხის” ცნობით, გამოკითხვაზე იმყოფება ადგილობრივი ინსტრუქტორი.
არსებული ინფორმაციით, ინდოელ ტურისტთა ჯგუფი საქართველოს დასათვალიერებლად რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.