aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხუნდაძე: ვადასტურებ, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ მას ეს აწყობს

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ ეს საყურადღეობა თვითონვე შექმნა და ეს მას სჭირდება. ამისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი. ის იქცევა ისე, რისთვისაც ჩამოვიდა. რაც არ უნდა კონსილიუმები შეიქმნას, რაც არ უნდა წარმომადგენლობითმა ექიმთა ჯგუფებმა გაუწიოს მას კონსულტაცია, თუ თვითონ არ მიიღო ის გადაწყვეტილება და არ გაითვალისწინა ის რეკომენდაციები, რასაც ექიმები აძლევენ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი შესაძლოა, გართულებისკენ წავიდეს, მაგრამ მას ეს აწყობს და არა მხოლოდ მას – მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი გუნდის, მისი პოლიტიკური მეგობრების უდიდეს ნაწილს აწყობს ეს
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....