[su_quote]მე მომწონს რომ ახლა, პროცესი ცოტა ამოძრავდა. გუშინ ნიკა მელიას ვუსმენდი და გულწრფელად გეუბნებით, არანაირი ჩასაფრებული პოზიცია არ მაქვს, უბრალოდ, მინდა, რომ მოძრაობაში იყოს და ჩემთვის ახლობლობა ასეთ სიტუაციაში არ არსებობს. წყენის მომენტია ხოლმე, როცა რამეს ვიტყვი, რომ რატომ ვამბობ. რატომ ვამბობ? – იმიტომ, რომ მინდა, პროცესი ამოძრავდეს[/su_quote]
ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა TVპირველის ეთერში განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნის საჭიროებაზე საუბრისას.
ამავე თემაზე: “ზოგჯერ მგონია, ვიღაცამ ვიღაცა დააჯერა, რომ ციხის საკნის გასაღები მე მიდევს ჯიბეში”, – ნიკა მელია