ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ზოგჯერ მგონია, ვიღაცამ ვიღაცა დააჯერა, რომ ციხის საკნის გასაღები მე მიდევს ჯიბეში

[su_quote]”ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს ყველაფერს, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებშია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის აუცილებელი და ახლა, მაინცდამაინც თუ გამოვა ადამიანი და მეტყვის, შვიდი თვის განმავლობაში პუტინის ტყვე, უსამართლოდ გამოკეტილი ოთხ კედელში რომ ვერ გავათავისუფლე… მე არამგონია, ვინმეს {არ ვათვლი ოჯახის წევრებს} ჩემზე მეტად სდომოდა, რომ ეს პრობლემა აქამდე გადაჭრილი ყოფილიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულად, რადგან ჩვენ სხვა ენერგია და სხვა ძალა გვექნებოდა სააკაშვილთან ერთად ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად, მაგრამ ზოგჯერ მგონია, ვიღაცამ ვიღაცა დააჯერა, რომ ციხის საკნის გასაღები მე მიდევს ჯიბეში. ასეთი გასაღების ჩემს ჯიბეში არსებობის შემთხვევაში, დიდი ხნის წინ იქნებოდა ციხის კარი გახსნილი[/su_quote]

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში” სტუმრობისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დასახსნელად პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....