ოდესაში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ურკაინულ მედიაში იწერება, რუსულმა ძალებმა სტრატეგიული ავიაციის დახმარებით, ქალაქის მიმართულებით ექვსი რაკეტა ისროლეს.
შედეგად, ოთხმა რაკეტამ საცხოვრებელ უბანში სამოქალაქო საწარმო დააზიანა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ზუსტდება.
კიდევ ორი რაკეტა კი, მედიის ცნობით, მანამდე დაზიანებულ ასაფრენ ბილიკს მოხვდა, რომელზეც რუსებმა სარაკეტო იერიში ჯერ კიდევ გასულ თვეში მიიტანეს.