ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ოდესის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაზიანდა.
გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ასაფრენი ბილიკი ისეა დაზიანებული, რომ მისი გამოყენება ვერ მოხერხდება.
არსებული ინფორმაციით, ოდესაში აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა.