უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკების დროს ცხრა ქართველო მებრძოლი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მათგანმა, ლადო გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, შემთხვევა მძიმე შეტაკების დროს მოხდა, რა დროსაც, თავად დანაკლისის გარეშე მოახერხეს გამოსვლა, მოწინააღმდეგე მხარეს კი სოლიდური დანაკარგი მიაყენეს.
“ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენს ქართველ მეთაურს და ჩემს მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: “ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ”, – წერს ლადო გამსახურდია Facebook-ზე.
უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ომში ცხრა ქართველი მებრძოლია დაღუპული.