ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

უკრაინაში შეტაკების დროს 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკების დროს ცხრა ქართველო მებრძოლი დაიჭრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლადო გამსახურდია წერს, რომელიც ერთ-ერთია დაჭრილებს შორის.

მისი ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის.

“შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგევართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა “ასკოლკა” თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი “კანტუზია”. როგორც ხედავთ, ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენს ქართველ მეთაურს და ჩემს მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: “ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ”, – წერს ლადო გამსახურდია Facebook-ზე.

იტვირთბა....