ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ლუკაშენკო: არ მეგონა, [უკრაინაში] ეს “ოპერაცია” ამდენ ხანს თუ გაგრძელდებოდა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, არ მოელოდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი ასე გაიწელებოდა დროში. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

“არ მეგონა, რომ ეს ოპერაცია ამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ საკმარისად არ ჩავღრმავებივარ ამ პრობლემას, რომ შევაფასო, გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი, როგორც ამას რუსები ამბობენ, თუ ისე, როგორი შეგრძნებაც მე მაქვს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – მე მგონია, რომ ეს ოპერაცია დროში გაიწელა”, –  ამბობს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 71-ე დღეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

ამავე თემაზე: “დაე დასავლეთს მშვიდად ეძინოს”- ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ომს არ გააჩაღებს

 

იტვირთბა....